კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში ივანე და ჯემალ გოკიელების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

20 ივლისს, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში ქართული სახელოვნებო – სამუსიკო განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და  წარმატებული შემოქმედებითი ბიოგრაფიით გამორჩეული, თბილისის კონსერვატორიის ყოფილი პედაგოგების, ამაგდარი  მამა-შვილის, კომპოზიტორ (რექტორი 1942-44წწ)- ივანე და დირიჟორ  – ჯემალ გოკიელების ხსოვნისადმი მიძღვნილი კამერული მუსიკის საღამო გაიმართება.

გაჟღერდება გასულ საუკუნეში კომპოზიტორ ვანო გოკიელის  მიერ შექმნილი უნიკალური შემოქმედების  მუსიკალური ფრაგმენტები, აუდიტორიას წარედგინება – დირიჟორ – ჯემალ გიკიელის მიერ განვლილი წარმატებული სადირიჟორო  მუსიკალური ცხოვრების ამსახველი აღდგენილი ვიდეო – აუდიო მასალა.

საღამოს საკონცერტო პროგრამაში  მონაწილეობენ გოკიელების ოჯახის  ევროპაში მოღვაწე  შთამომავლებიც – შვილიშვილები, შვილთაშვილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები