ალექსანდრე კობერიძის ფილმმა “ხმელი ფოთოლი” “ოქროს გარგარის” დაჯილდოებზე რეგიონულ კონკურსში ვერცხლის გარგარი დაიმსახურა
19 ივლისს, ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალის “ოქროს გარგარის” დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს კინოინსტიტუტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კინოფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს “ხმელი ფოთოლი” კინოკრიტიკოსთა ასოციაციის FIPRESCI-ის პრიზი გადაეცა, რეგიონულ კონკურსში კი ვერცხლის გარგარი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს გარგარმა” გასულ წელს A კლასის კინოფესტივალის სტატუსი მიიღო.
