ბალკანეთის თამაშებში ანა ჭანტურიამ „საუკეთესო მხტომელის“ ტიტული მოიპოვა
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასრულდა ბალკანეთის თამაშები იუნიორთა შორის წყალში ხტომაში.
ტურნირის ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაც, სადაც გამარჯვებულ და გამორჩეულ სპორტსმენებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.
3 მეტრი ტრამპლინიდან 10 -წლამდელ გოგონებში, უპირობო ლიდერი იყო ანა ჭანტურია,რომელმაც 26 ქულის სხვაობით მოუგო მეორე ადგილს და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 1 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ასევე, ანა ჭანტურიამ 10 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში (E კატეგორია) „საუკეთესო მხტომელის“ ტიტული მოიპოვა.