დიდოსტატის (GM) წოდებას 5 ქართველი ქალი მოჭადრაკე ატარებს

დიდოსტატის (GM) წოდებას ფიდე (FIDE) 1950 წლიდან ანიჭებს მოჭადრაკეებს. ამჟამად ამ პრესტიჟულ ტიტულს 2143 მოჭადრაკე ატარებს, რომელთა შორის 44 მანდილოსანია.
პირველი ქალი დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი გახდა, რომელსაც ეს წოდება 1978 წლის ნოემბერში, 37 წლის ასაკში მიიღო. მეორე მაია ჩიბურდანიძე იყო, რომელიც დიდოსტატის ტიტულს 23 წლის ასაკში, 1984 წლის ოქტომბერში დაეუფლა. საერთო ჯამში, ქართველებს დიდოსტატებს შორის 5 მანდილოსანი გვყავს, ნონასა და მაიას გარდა ამ ტიტულს ფლობენ: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი და ნინო ბაციაშვილი.
ძაგნიძე მანდილოსნებში რიგით მე-18 დიდოსტატი გახდა, 2008 წლის სექტემბერში, 21 წლის ასაკში. რიგით 31-ე იყო ხოტენაშვილი, (2013 წლის მაისში, 24 წლისა), ხოლო 36-ე ბაციაშვილი, (2018 წლის იანვარში – 31 წლისა).

წყარო: ჭადრაკის სამეფო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები