ედგარ ბრუტიანი სწავლას სრული დაფინანსებით London School of Economics and Political Sciences-ში აგრძელებს

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ედგარ ბრუტიანი Chevening პროგრამის გამარჯვებული გახდა. იგი სექტემბრიდან სრული დაფინანსებით სწავლას აგრძელებს London School of Economics and Political Sciences-ში (LSE), ინოვაციის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე.

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, ედგარმა მოწვევა მიიღო აგრეთვე University College London-ის 2 სამაგისტრო პროგრამაზეც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი LSE-ზე შეაჩერა.

საქართველოს ბანკში GenAI ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობისას, ედგარი დაინტერესდა ხელოვნური ინტელექტის გავლენით სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე. LSE-ის ეს პროგრამა კი კარგი შესაძლებლობაა, ერთი მხრივ, უკეთ შეისწავლოს AI გავლენები და მეორე მხრივ, ინოვაციის მენეჯმენტში გაიღრმაოს ცოდნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები