სარაევოში  გამართული ევროპის ღია პირველობიდან საქართველოს დელეგაცია სამი მედლით ბრუნდება

ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში  გამართული ევროპის ღია პირველობიდან საქართველოს დელეგაცია სამი მედლით ბრუნდება.

ლუკა მაისურაძემ სარაევოს ევროპის ღია პირველობის ოქრო მოიპოვა.

-90 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი ჯაკომო გამბა იუკოთი დაამარცხა და ევროპის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.

შეუჩერებელი იყო გიორგი სარდალაშვილი, რომელიც სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა -66 კგ წონით კატეგორიაში კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი შესაძლებლობები და პირად კოლექციას მორიგი ოქროს მედალი შემატა. ჩვენმა ჩემპიონმა ნახევარფინალში გამარჯვება შეხვედრის დაწყებიდან სულ რაღაც 15 წამში, იპონით მოიპოვა.

ფინალში კი, გიორგი ჯერ ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ კი იპონით დაასრულა შეხვედრა.

თორნიკე მოსიაშვილი სარაევოს ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

-73 კგ კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში თორნიკემ სერბი ფილიპ იოვანოვიჩი იუკოთი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები