ბუდაპეშტში გამართულ სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

ბუდაპეშტში გამართულ სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა.

შეჯიბრებაზე ოქროს მედლის მფლობელი ნიკა ბროლაძე (72 კგ) გახდა, რომელმაც ფინალში რუსი ფალავანი 9:0 დაამარცხა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მიშიკო ალექსანდრიამ.

თორნიკე მიქელაძემ (82 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში უზბეკი აზიმჯონ სოატულაევი 3:1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაზე მესამე მედალი მოუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები