სოფიო მურუსიძე ევროპის კონსერვატორიების ასოციაციის პოპისა და ჯაზის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
ჰელსინკიში Metropolia University of Applied Sciences ევროპის კონსერვატორიების ასოციაციის (AEC) პოპისა და ჯაზის პლატფორმის (PJP Meeting 2026) ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, სადაც მონაწილეობდა 200 წარმომადგენელი ევროპის წამყვანი კონსერვატორიებიდან: პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპის კონსერვატორიების ასოციაციის პოპისა და ჯაზის პლატფორმის ექვსკაციანი სამუშაო ჯგუფის წევრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ პროფესორი სოფიო მურუსიძე მონაწილეობდა ამ კონფერენციაში, როგორც კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პლენარული სესიის, ვორქშოფების, ღია შეხვედრების და სადისკუსიო ჯგუფების წამყვანი და მოდერატორი.
დისკუსიები შეეხებოდა თანამედროვე მუსიკალური განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: თვითგამოხატვა, არტისტის სოციალური როლი, მენტალური ჯანმრთელობა და მუსიკის გავლენა საზოგადოებრივ პროცესებზე.
ევროპის კონსერვატორიების ასოციაცია წარმოადგენს ხელოვნების სფეროში ერთ-ერთ უძველეს და ავტორიტეტულ ევროპულ ორგანიზაციას. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ამ ასოციაციის წევრი 2006 წლიდან არის.