უნგრეთში სარეიტინგო ტურნირის ბოლო დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვა

უნგრეთში სარეიტინგო ტურნირი დასრულდა. ტურნირზე ჩემპიონობა იზეიმა  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე  გიორგი მელიამ (97 კგ). ფინალში მან სომეხი ჰაიკ ხლოიანი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ასევე, ჩემპიონობა იზეიმა  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე  ჯონი ხეცურიანმა (67 კგ). ფინალში მან მოლდაველი ვალენტინ პეტიკი ანგარიშით 7:0 დაამარცხა.

ლერი აბულაძემ (67 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სამხრეთკორეელი მინსეონგ ვონი  ანგარიშით 10:3 დაამარცხა და  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა. ჩემპიონები  ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და  იური ლომაძე (72 კგ) გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კი ლერი აბულაძემ (67 კგ) და ოთარ აბულაძე (72 კგ) დასჯერდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები