უნგრეთში ჭიდაობის სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა

უნგრეთში ჭიდაობის სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძემ (72 კგ) საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. პირველი ადგილისთვის შეხვედრაში მან უზბეკი აბდულო ალიევი დაამარცხა.

სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთარ აბულაძემ (72 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან აზერბაიჯანელ ჰასრათ ჯაფაროვს სძლია.

საქართველოსთვის უნგრეთში მიმდინარე ტურნირზე ეს მეექვსე მედალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები