საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთის სარეიტინგო ტურნირი 4 მედლით დაასრულა
საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთის სარეიტინგო ტურნირი 4 მედლით დაასრულა.
მთავარი მწვრთნელის, დავით ხურციას, შეგირდების ანგარიშზე თითო ოქრო-ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალია
საქართველოსთვის უნგრეთში მიმდინარე ტურნირზე ეს მეოთხე მედალია. ტურნირზე ჩემპიონობა იზეიმა ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ), მირიან მაისურაძემ (92 კგ) საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა, ბრინჯაოს მედლები კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს.