რა უფლებები აქვთ ესპანეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც წითელ ბარათს ფლობენ

წითელი ბარათი არის ერთ-ერთი აუცილებელი საფეხური იმ ემიგრანტებისთვის, ვისაც ესპანეთის რეზიდენტობის სურვილი აქვთ. ამ საბუთის გაცემას ქვეყნის შესაბამისი საიმიგრაციო სამსახურები ინდივიდუალურად, წარმოდგენილი „ქეისებიდან“ გამომდინარე განიხილავენ და ემიგრანტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გასცემენ, მათ შორის:

  • წითელი ბარათის ფლობა არ ნიშნავს ავტომატურად იყო ესპანეთის რეზიდენტი;
  • წითელი ბარათის ფლობა ნიშნავს დროებით ლეგალურ ცხოვრებას ესპანეთის ტერიტორიაზე;
  •  წითელი ბარათის მფლობელებს გარკვეული დროის შემდეგ, ეძლევათ მუშაობის უფლება;
  • წითელი ბარათის მფლობელებს უფლება აქვთ, გადაადგილდნენ ესპანეთის ტერიტორიაზე ლეგალურად;
  • წითელი ბარათის მფლობელები თუ გადაკვეთენ სახელმწიფო საზღვრებს, ისინი კარგავენ ყველა ლეგალურ უფლებას და დაბრუნებული იქნებიან ამა თუ იმ სახელმწიფოს პოლიციის მიერ ესპანეთში;
  • წითელი ბარათის მფლობელს აქვს უფლება, იქირაოს ბინა, იმუშაოს კონტრაქტით, გახსნას საბანკო ანგარიში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები