15 იანვრიდან ავსტრიის რესპუბლიკაში შესვლის წესები იცვლება 

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის ახალი განკარგულების თანახმად, მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ-რეგისტრაციაშემდეგ ბმულზე  და საზღვარზე თან იქონიოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი ან ელექტრონული ფორმით.

ასევე, ავსტრიაში შესვლის შემდეგ მოქალაქეები ექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას, რომლის დასრულება შესაძლებელია მეხუთე დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენით.

აღნიშნული განკარგულება არ ეხება ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემსვლელ პირებს, აგრეთვე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ განკარგულების თანახმადვე, გამონაკლისის სახით დაიშვებიან ავსტრიის ტერიტორიაზე (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება, საქმიანი ვიზიტი და სხვ.)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები