„ქართველი დიპლომატები პანდემიის პირისპირ”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ ერთობლივ ვირტუალურ გამოფენას- „ქართველი დიპლომატები პანდემიის პირისპირ”.

გამოფენა ეძღვნება საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების საგანგებო რეჟიმში გაწეულ საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც ქართველი დიპლომატები პანდემიისას მომსახურებას უწევდნენ და ზრუნავდნენ COVID-19-ით დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებზე საზღვარგარეთ.

გლობალური პანდემიის ფონზე, საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ პროდუქტით, თავშესაფრით, ტრანსპორტითა თუ მედიკამენტებით. კრიზისის დასაწყისშივე გაიხსნა შესაბამისი ცხელი ხაზები საელჩოებსა და საკონსულოებში. ჯერ კიდევ თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტრომ  განახორციელა საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაცია ჩინეთიდან, შემდეგ კი – იტალიიდან.

ქართველი დიპლომატების მიერ განხორციელებული წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს მთავრობამ შეძლო ქვეყნისთვის საჭირო ნედლეულისა და სამედიცინო აღჭურვილობის მოპოვება. მუდმივ რეჟიმში წარმოებდა ონლაინ კონსულტაციები ექიმ-ეპიდემიოლოგებთან, პედიატრებთან და ფსიქოლოგებთან უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა დახმარების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები