მერი არაბიძე მსოფლიოს თასზე იასპარეზებს
ბათუმში დასრულებულ ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ჭადრაკში ქართველმა დიდოსტატმა, მერი არაბიძემ მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვა.
მერიმ, 11 პარტიიდან 7,5 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა, რითაც მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მერი თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერთა სამეულში იმყოფებოდა. მის ანგარიშზეა გამარჯვებაც ჩემპიონატის მომავალ გამარჯვებულთან.