კინოდაჯილდოება “ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია
კინოდაჯილდოება “ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან – ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა,გიორგი შველიძე, ლეა გლობი – გამოავლინა 2026 წლის ნომინანტები:
საუკეთესო ფილმი:
- მილი
- არავინ არ ჩანს
- ხმელი ფოთოლი
- თემორე
- ქართლის ცხოვრება
საუკეთესო რეჟისორი:
- არავინ არ ჩანს – კოტე კალანდაძე
- ქართლის ცხოვრება – თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი
- ცხრათვიანი კონტრაქტი – ქეთევან ვაშაგაშვილი
- ხმელი ფოთოლი – ალექსანდრე კობერიძე
საუკეთესო ოპერატორი:
- მილი – შალვა სოყურაშვილი
- ქალაქის ხმაური – შალვა სოყურაშვილი
- ხმელი ფოთოლი – ალექსანდრე კობერიძე
- ქართლის ცხოვრება – თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი
საუკეთესო მონტაჟი:
- ხმელი ფოთოლი – ალექსანდრე კობერიძე
- თემორე – ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზი
- არავინ არ ჩანს – კოტე კალანდაძე
- ცხრათვიანი კონტრაქტი – ვერონიკა სკოტი, ბერნადეტ ტუზა-რიტერ
საუკეთესო კინომუსიკა:
- არავინ არ ჩანს – კოტე კალანდაძე
- ხმელი ფოთოლი – გიორგი კობერიძე
- ქართლის ცხოვრება – ნიკა ფასური
- მილი – ლაშა ცქვიტინიძე
საუკეთესო მსახიობი:
- თაკი მუმლაძე – არაფერი ბრუნდება, არაფერი მეორდება, ყველაფერი რეალურია
- ნინი იაშვილი – ქალაქის ხმაური
- ტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი – მილი
- ლაშა გომელაური – ქალაქის ხმაური
კინოპრემია „ელისოს“ 2026 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები ტრადიციულად 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გამოვლინდებიან.
ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებული კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას.