ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

აბუ-დაბიში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), ფინალურ ბრძოლამდე ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ, თურქ, ტაჯიკ და სამხრეთკორეელ სპორტსმენებს სძლია. ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვი დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა და  ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები