მარიამ ცქიტიშვილი სწავლას პენსილვანიის უნივერსიტეტში განაგრძობს

კომაროვის სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებული  მარიამ ცქიტიშვილი სწავლას, სრული დაფინანსებით, პენსილვანიის უნივერსიტეტში (University of Pennsylvania) ფიზიკის მიმართულებით განაგრძობს.

პენსილვანიის უნივერსიტეტი არის კვლევითი დაწესებულება ფილადელფიაში (პენსილვანია), სიძველით აშშ-ის მეოთხე უმაღლესი სასწავლებელი. იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიურ დაწესებულებად ითვლება.

University of Pennsylvania-ში სწავლის გადასახადი 286 000$-მდე აღწევს.

მარიამი პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩარიცხული მე-5 კომაროველია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები