ევროკავშირი საქართველოში გაცემულ კოვიდ-სერტიფიკატს აღიარებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას რამდენიმე მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მიერ გაცემული, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის აღიარების შესახებ. ამის თაობაზე ბრიუსელიდან იუწყება რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი, რომელმაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყების წინ კომენტარი ჩამოართვა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების ევროკომისარს.

„მე მაქვს რამდენიმე კარგი ამბავი, რომელიც კორონავირუსის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოლდოვის, საქართველოსა და სერბეთის მიერ გაცემული კორონავირუსის სერტიფიკატების ეკვივალენტურობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ამ ქვეყნების მოქალაქეებისათვის იქნება იოლი ევროკავშირში მოგზაურობა, არამედ ევროკავშირის მოქალაქეებიც შეძლებენ მოგზაურობას ამ ქვეყნებში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების ევროკომისარმა.

როგორც რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი იუწყება ბრიუსელიდან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ და ის დაუყოვნებლად შევა ძალაში.

ცნობილია, რომ ოქტომბრის დასაწყისში ევროკავშირის წევრმა ჩეხეთმა ინდივიდუალურად აღიარა საქართველოს მიერ გაცემული, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი.

წყარო : radiotavisupleba.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები