ჩეხეთში, ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების საქმიანი შეხვედრა შედგა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების საქმიანი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოში მედიცინის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრეს. კონფერენციაზე ასევე პრეზენტაცია მოაწყო და ნიდერლანდების სამეფოში ოჯახის ექიმების სისტემის შესახებ ისაუბრა, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ოჯახის ექიმმა ნინო ბაკაშვილმა.
GIMPHA- ს სამუშაო შეხვედრას ორგანიზება ასოციაციის წევრმა, ჩეხეთში მოღვაწე ექიმმა ივანე ჩაჩხიანმა და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა გაუწია. შეხვედრას GIMPHA- ს წევრ ექიმებთან ერთად, დაესწრნენ ოფიციალური პირები საქართველოდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ასევე სტუდენტები.

ქართულ-ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (Georgian International Medical and Public Health Association – G I M P H A) აერთიანებს სხვადასხვა სპეციალობის თანამემამულე მედიცინის მუშაკებს, რომელთა მიზანია საქართველოში მედიცინის განვითარების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები