ბუქარესტში გამოფენა „საქართველოს საგანძური იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში“ გაიმართა
2026 წლის 28 მაისს, ბუქარესტში, მიჰაი ემინესკუს სახელობის კულტურის ცენტრში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გამოფენა „საქართველოს საგანძური იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში“ გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იუნესკოს მიერ მატერიალური და არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შესული ობიექტების ფოტოები, მათ შორის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, ქართული ანბანის სამი სახეომიჰაიბა, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ტრადიცია, ქართულ პოლიფონიურ მუსიკა და სხვ. ექსპოზიცია ასევე მოიცავდა უნიკალური ტრადიციული ექსპონატების ასლებს.
გამოფენა სიმბოლურად გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში და მიზნად ისახავდა რუმინეთში საქართველოს კულტურის თაობაზე ცნობადობის გაზრდას და საქართველო-რუმინეთის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რუმინეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ,,ანთიმოზ ივერიელის სახელობის‘’ რუმინეთ – საქართველოს მეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელი და წევრები, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, კულტურის სფეროში მომუშავე მეცნიერები და ფართო საზოგადოება. დამსწრე სტუმრებს მიმართა რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა.
ფოტოგამოფენის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.