კავკასიის უნივერსიტეტმა ტაშკენტის ინჰას უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
ინჰას უნივერსიტეტის რექტორს მუზაფარ ჯალალოვს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ უმასპინძლა.
“შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, როგორც სტუდენტთა, ისე აკადემიური პერსონალის გაცვლის საკითხებზე. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ერთობლივი მოკლევადიანი საზაფხულო გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამის განხორციელების შესაძლებლობები“. – ნათქვამია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტაშკენტის ინჰას უნივერსიტეტი ერთ – ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ტექნოლოგიების მიმართულებით.