სამი მედალი ევროპის ჩემპიონატიდან – ქართველი მოჭიდავეების წარმატება

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან სამი მედალი ქართველმა ფალავნებმა დაისაკუთრეს.საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე უკეთ გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) იასპარეზა, რომელმაც ფინალამდე იოლად გაიკვალა გზა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომეხი ნარეკ არუთუნიანი 6-5 დაამარცხა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
ასევე ფინალებში იასპარეზეს გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ) და ევსემ შველიძემ (79 კგ). გეგელაშვილი ბოლო აღებული ქულის უპირატესობით დამარცხდა გერმანელ ჰორსტ ჯასტინ ლერთან – 2-2. ფინალი ასევე დათმო შველიძემ, რომელიც ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდთან 9-16 დამარცხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები