თსუ-ს ბიბლიოთეკას მარტინ ჰაიდეგერის ნაშრომების სრული კოლექცია ანდერძით გადაეცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას XX საუკუნის უდიდესი მოაზროვნის, გერმანელი ფილოსოფოსის, ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის მარტინ ჰაიდეგერის (1889-1976) ნაშრომების სრული კოლექცია (99 ტომი) მარტინ ჰაიდეგერის ძმისშვილმა ჰაინრიხ ჰაიდეგერმა ანდერძით გადასცა.ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
გამოჩენილი ფილოსოფოსის ნაშრომების სრული კოლექციის გარდა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თსუ პროფესორმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა ლელა ალექსიძემ მარტინ ჰაიდეგერის მცირე კრებულებით დაასაჩუქრა, რომელსაც თან ახლავს ჰაიდეგერის ავტოგრაფი.თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტმა კი თსუ ბიბლიოთეკას ახლახან გამოცემული „ანთიმოზ ივერიელის თხზულებები“ (მეორე ტომი), „ანთიმოზ ივერიელის რჩეული თხზულებების სამენოვანი ქართულ-რუმინულ-ინგლისური პარალელური ტექსტების კრებული“ და „ანთიმოლოგიური შტუდიები: ტრადიცია და პერსპექტივები“ გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები