ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ წარდგება

21-24 მარტს, ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ საკუთარი სტენდით და პროგრამით წარდგება. 23 მარტს, ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორ ნინია მაჭარაშვილის და დირექტორის მოადგილე, ნინო კიკნაძის სადისკუსიო პანელი პროექტის შესახებ.
ბოლონიის წიგნის ბაზრობის ტრადიციულ The Illustrators Survival Corner-ზე, საკუთარი პორტფოლიოთი წარდგებიან ილუსტრატორები: ანა ჯანელიძე, ვარლამ ჯმუხაძე და გიორგი ჯინჭარაძე. ბოლონიის ბაზრობა, ოთხი დღის განმავლობაში, თბილისის ილუსტრაციების ფესტივალის გამოფენას უმასპინძლებს. ასევე, დაგეგმილია 2 პანელ დისკუსია: თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურული პროცესისა და საქართველოში მოქმედი პატარა გამომცემლობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ქართული პროგრამის ფარგლებში, მწერალთა სახლი, ბაზრობის სტუმრებს, ორ საბავშვო ავტორს – მარიამ წიკლაურსა და ვასილ გულეურს გააცნობს.
შეგახსენებთ, 2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში, თბილისი UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები