ერზრუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ETU) ზამთრის სპორტული ღონისძიება ჩატარდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2022 წლის 17-დან 20 მარტის ჩათვლით, თურქეთში, ერზრუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ETU) ზამთრის სპორტული ღონისძიება ჩატარდება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიების მიზანია, ქალაქ ერზრუმში ზამთრის სპორტის შესაძლებლობების გაცნობა, აღნიშნულ საკითხზე იდეების გაცვლა და დისკუსიების გამართვა, ასევე, ზამთრის სპორტის შესაძლო სამომავლო პროექტებსა და კონსორციუმებზე ვორკშოპის ჩატარება.

მათი თქმით, ღონისძიებაზე დასწრება მსურველებს, სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ. ETU მათ თითქმის ყველა ხარჯს დაუფარავს, გარდა თურქეთამდე მგზავრობის საფასურისა. უნივერსიტეტი მონაწილეებს ლანჩით, ვახშმითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები