ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშვნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში იწყება

25 იანვარს 19:00 საათზე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შეხვდება საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს და რონდელის ფონდის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის კურსდამთავრებულებს.

„სახელმწიფოში პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო შეხვედრაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა მსურველებს შეეძლებათ შეხვედრას თვალყური პირდაპირ ეთერში ადევნონ. პირდაპირი ეთერი იქნება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia-ის ფეისბუქის გვერდზე.

შეხვედრის ენა ინგლისურია. ელჩის სიტყვის ქართული თარგმანი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში აშშ-იას საელჩოს ვებგვერდზე “, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები