პრაღაში ქართული დიასპორისთვის ღვთისმსახურება აღდგა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და მაღალყოვლადუსამღვდელოესის ზუგდიდ-ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტის aგერასიმეს ლოცვა-კურთხევით ქ. პრაღაში, წმ. ეკატერინეს სახელობის ტაძარში, ქ. პრაღის მთავარეპისკოპოს მიქაელთან შეთანხმებით. ქართული დიასპორისთვის აღდგა ღვთისმსახურება. თვეში ერთხელ წირვას აღავლენს ქ. ვენის წმ. კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის სახ. ტაძრის წინამძღვარი იღუმენი ილია (ჩადუნელი).

8 იანვარს აღესრულა  პირველი  ღვთისმსახურება, რომელსაც ესწრებოდა ქ. პრაღის მთავარეპისკოპოსი მიქაელი. ხოლო 9 იანვარს პრაღის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოს მიქაელის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა საღვთო ლიტურგია.  იღუმენმა ილიამ (ჩადუნელი) ქართული დიასპორის სახელით მთავარეპისკოპოს მიქაელს მიულოცა დაბადებიდან 75 წელი და საჩუქრად გადასცა კვერთხი და ომოფორი.

„პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდით მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ქ. პრაღის მთავარეპისკოპოს მიქაელს. აგრეთვე, დიდი მადლობა  სქართველოს ელჩს ჩეხეთის რესპუბლიკაში ქალბატონ მარიამ რაქვიაშვილს  გაწეული შრომისთვის და ქართული დიასპორის ხელმძღვანელს ქალბატონ მადინა ბოკერია-კრიჟის. განსაკუთრებული მადლობა დიასპორის  თითოეულ წევრს.

საღვთო ლიტურგია ჩატარდება წმ. ეკატერინეს სახელობის ტაძარში თვეში ერთხელ. მისამართი: Viničná 468/2, 12800, Prague.“ – წერს იღუმენი ილია (ჩადუნელი).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები