ბრუკლინში თვისტომის სამედიცინო ჯგუფის უფასო მამოგრაფიის პროგრამა გრძელდება

აშშ-ში, თვისტომში ქართველი ემიგრანტებისათვისუფასო მამოგრაფიის პროგრამა და დაბალფასიანი სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები გრძელდება.

თვისტომის სამედიცინო ჯგუფი კვირას, 15 იანვარს, ბრუკლინში სამედიცინო გამოკვლევებსა და სკრინინგს ჩაატარებს მათთვის,  ვისაც სამედიცინო დაზღვევა არ აქვს, მაგრამ გამოკვლევა სჭირდება . პროგრამას ესწრება საქართველოში ცნობილი ხერხემლის სპეციალისტი, ვერტებროლოგი – დავით ბანძელაძე.

თვისტომის სერვისებს დაემატა “ემარაი”, “კატე” – კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი, “დექსა სკენი” ძვლების სიმყიფეზე შემოწმება, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროზი და სხვა. „სკრინინგი“ მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის, საძილე არტერიების, მუცლის აორტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ელენთა პანკრეასის, თირკმელების, შარდის ბუშტის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს,პროსტატის ჯირკვლის და ასევე გულის ულტრაბგერით დათვალიერებას, დოპლეროგრაფიას, ადგილზე გაკეთდება კარდიოგრამა და სისხლისა და შარდის გაფართოებული ანალიზები. გამოკვლევების პასუხებზე დაყრდნობით, ემიგრანტებს სურვილისამებრ ჩაუტარდებათ კონსულტაცია ამერიკაში ლიცენზირებულ ქართველ თერაპევტთან და დაენიშნებათ მკურნალობა.

კონსულტაცია ჩატარდება სახლიდან გაუსვლელად, ტელემედიცინით. ტელ:888 232 8855 ან 917 789 8855; მისამართი: ბრუკლინი, 3057 Brighton 7th street, Brooklyn NY 11235.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები