„La Razon” საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

ესპანურენოვანი გამოცემა “La Razon”- სტატიას საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ აქვეყნებს.„აღმოაჩინე საქართველოს საგანძური“ წერს გამოცემის ჟურნალისტი საქართველოს შესახებ და აღნიშნავს, რომ მოგზაური აქ გარდა საოცარი პეიზაჟებისა და უნიკალური ისტორიული ადგილებისა განუმეორებელი სტუმართმოყვარეობით დატკბება.

ჟურნალისტი  საქართველოსთან დაკავშირებული ლეგენდებისა და ისტორიის შესახებ ყვება, მათ შორის იხსენებს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და 9 აპრილის ტრაგედიას, უნიკალურ გეოგრაფიული მდებარეობასა და იმ თვითმყოფად ტრადიციებს, რომელიც ამ ისტორიით, კულტურით, ფოლკლორით, ღვინითა და კულინარიით გამორჩეულ ქვეყანაში არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები