ქართული დიასპორა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიმართვაზე რეაგირებას ელის

ქართული სათვისტომო ორგანიზაციის, ასოციაცია „თვისტომის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა აშშ-ში ნიკოლოზ ჩხეიძემ, 30-მდე დიასპორულ ორგანიზაციასა და სათვისტომოსთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ღია წერილით მიმართა.

ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობიდან გამომდინარე, დიასპორულმა ორგანიზაციებმა გამოხატეს ინტერესი, რომ მიეცეთ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, დიასპორის დეპარტამენტის დირექტორის დანიშვნის პროცესში.

ქართული დიასპორის სურვილია, ეს პროცესი ღია კონკურსის წესით წარიმართოს და გაითვალისწინონ დიასპორის პოზიცია, რათა გამოვლინდეს საუკეთესო კანდიდატი.

წერილის ავტორები სამინისტროს მიერ დიასპორის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეკომენდაციას ზაალ სარაჯიშვილს უწევენ. მათ სურთ, რომ რომ სხვა კანდიდატებმა, ბატონი ზაალის მსგავსად, დიასპორული ურთიერთობების განვითარების საკუთარი კონცეფცია წარმოადგინონ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მისამართით,  ღია წერილთან ერთად,  ვიდეო მიმართვებიც გავრცელდა. დიასპორა დღემდე ელოდება საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას და პასუხს მათ ოფიციალურ მიმართვაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები