ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატის მეორე ეტაპზე ოქროს მედალი მოიპოვეს
სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო რეგატაზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში 17 წლამდ-ელებს შორის ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ 1500-მეტრიანი დისტანცია 5:06 წამში დაფარეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედალი მოიპოვეს.
მანამდე ქართველმა სპორტსმენებმა პირველი ეტაპიც გამარჯვებით დაასრულეს.
ტურნირზე 700-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.