საქართველოს ნაკრები მხატვრულ ცურვაში კანადაში, მსოფლიოს თასის სუპერფინალში ასპარეზობს
საქართველოს ნაკრები მხატვრულ ცურვაში კანადაში, მსოფლიოს თასის სუპერფინალში ასპარეზობს.
მარია ალავიძისთვის პირველი საშეჯიბრებო დღე წარმატებული აღმოჩნდა. ტექნიკურ სოლო პროგრამაში ქართველმა სპორტსმენმა 15 მონაწილეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.
დღეს მარია ალავიძე თავისუფალი პროგრამით წარდგება და კიდევ ერთხელ იბრძოლებს მაღალი შედეგისთვის.
შეგახსენებთ, რომ 19-22 ივნისს, კანადაში მიმდინარე მსოფლიოს თასის სუპერფინალში საქართველოს ღირსებას მარია ალავიძე და ანნა ყიფიანი იცავენ.