იტალიის ქალაქ მონტესილვანოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკეები წარმატებით ასპარეზობენ!
სამი ტურის შემდეგ ორი ქართველი მოჭადრაკე მაქსიმალური შედეგით ლიდერთა შორისაა. თანატოლთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ტურის შემდეგ სამიდან სამი გამარჯვებით ასპარეზობას აგრძელებენ:
- ანასტასია კირთაძე (U18) – 3/3
- კესარია მგელაძე (U16) – 3/3
ქართველი მონაწილეების შედეგები III ტურის შემდეგ ასეთია:
U14 ჭაბუკები
• გაბრიელ გაბადაძე – 2 ქულა
U14 გოგონები
• მარიამ გიორგაძე – 2.5 ქულა
• თეა რუსიტაშვილი – 2 ქულა
U16 ჭაბუკები
• ანდრია კვირიაშვილი – 1.5 ქულა
U16 გოგონები
• კესარია მგელაძე – 3 ქულა
• მარიამ კალანდაძე – 2 ქულა
U18 ჭაბუკები
• ნიკოლოზ შამათავა – 2.5 ქულა
U18 გოგონები
• ანასტასია კირთაძე – 3 ქულა
• ლულუ დიასამიძე – 2 ქულა
• მარიამ ცეცხლაძე – 1 ქულა
ჩემპიონატში მონაწილეობს 758 მოჭადრაკე 83 ქვეყნიდან, მათ შორის 291 ტიტულიანი მოთამაშე:
2 დიდოსტატი (GM), 22 საერთაშორისო ოსტატი (IM), 14 ქალთა საერთაშორისო ოსტატი (WIM) და FIDE-ის სხვა ტიტულების მფლობელები.
ჩემპიონატი 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით ტარდება .
კომენტარები
კომენტარი