,,ათათურქის კულტურის ცენტრში” ქუთაისის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „გენი“ კონცერტი გაიმართა
2026 წლის 26 აპრილს, ქ. სტამბოლში, ,,ათათურქის კულტურის ცენტრში”, გენერალური საკონსულოს ჩართულობით გაიმართა ქ. ქუთაისის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „გენი“ კონცერტი, რომელიც ჩატარდა თურქეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, “ათათურქის კულტურის ცენტრის” სცენაზე პირველად გაიმართა ქართული ფოლკლორული ანსამბლის წარმოდგენა. კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.