20-21 ივნისს, 10-დან 16 საათამდე, აგრობაზარი “უნიკალური ქართული გემო” Taste Tbilisi-ის ფარგლებში ბრუნდება და თქვენთვის ნამდვილ ქართულ გემოებსა და მათ შემქმნელებს მოუყრის თავს ერთ ულამაზეს სივრცეში – ლეონიძის პარკში.
აგრობაზარში იპოვით და დააგემოვნებთ: ყველის მრავალფეროვა ნაირსახეობებს, ბუნებრივ თაფლს და ჯანსაღ ტკბილეულს, ხორცპროდუქტებს, საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ საწებლებს, ქართულ ჩაის, თხილეულით დამზადებულ სეზონურ დელიკატესებს.
მწარმოებლები პროდუქტებს წარმოადგენენ, რომლებიც შექმნილია სურსათის უვნებლობის, ბიზნესის მართვისა და მდგრადი წარმოების მიმართულებით მიღებული ცოდნის საფუძველზე.
აგრობაზარი ორგანიზებულია FAO-ს მიერ, ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV-ის ფარგლებში. ღონისძიება ხელს უწყობს სოფლის ინკლუზიურ განვითარებასა და ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერებას.
კომენტარები
კომენტარი