ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ ქობულეთი უმასპინძლებს
24 ივლისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალე სივრცე, სადაც 18:00 საათიდან სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ. ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
“მუსიკალური შოუზე სტუმრების წინაშე წარდგებიან ბენდები: გუფი ლენდი, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, 4UP , OCEAN DRIVE, „პროექტი 33“ და მელომანიაკი. დღის განმავლობაში საფესტივალე სივრცეში განთავსებული იქნება კვების და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება მიეცემათ. ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის და ფრანების შოუ ცენტრალურ პარკთან ზღვის სანაპიროზე. „ზაფხულის ფესტივალის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ. ფესტივალს დიჯეი DJ GURI DE SAL დაასრულებს. ფესტივალი ქობულეთში ბათუმის „ზაფხულის ფესტივალის“ მსგავსად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება”,- წერია ინფორმაციაში.