კლუბ AquaMasters Alliance-ის წევრებმა Mallorca Open Masters-ზე 11 მედალი მოიპოვეს
კლუბ AquaMasters Alliance-მა წარმატებით იასპარეზა Mallorca Open Masters-ზე. შეჯიბრებაში კლუბის სამი წევრი მონაწილეობდა. მათ ჯამში 11 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.
- ია ცაგარელი
![🥇]()
![🥇]()
![🥈]()
- ივანე ლექვთაძე
![🥇]()
![🥈]()
![🥉]()
- ალექსანდრე მოსეშვილი
![🥈]()
![🥈]()
![🥈]()
![🥈]()
![🥉]()
AquaMasters Alliance-ის ინფორმაციით, ივანე ლექვთაძე და ალექსანდრე მოსეშვილი დამატებით Complete Swimmer Trophy -სთვის იბრძოდნენ, რომელიც 100 მეტრი კომპლექსის და ყველა სტილით 50 მეტრის გაცურვის ჯამური დროებით ითვლებოდა. მათ მე-2 და მე-3 ადგილი დაიკავეს და Complete Swimmer Trophy-ის შესაბამისი თასები აიღეს.
კლუბის სამივე წევრმა თავისი საუკეთესო შედეგები აჩვენა, რაც კლუბის მწვრთნელის ირაკლი რევიშვილის დიდი დამსახურებაა.