ინდონეზიაში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

5 დეკემბერს, ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა ქართული ღვინისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ღვინის, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას.

საღამოს ესწრებოდნენ ინდონეზიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის — ინდონეზიის პარლამენტის ქვედა პალატის რეგიონული წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, სულტან ბაქტიარ ნაჯამუდინი. ასევე, ინდონეზიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ბიზნესწრეების ლიდერები.

სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ საქართველოს ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახელწოდების ქართული ღვინო და კერძი.

საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ემსახურება საქართველო–ინდონეზიას შორის კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ხალხთა შორის ურთიერთობების გამტკიცებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები