ნიკა ღოღობერიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი ტაეკვონდოისტმა ნიკა ღოღობერიძემ(-73 კგ) მოიპოვა. მან ფინალი თურქ სპორტსმენთან დათმო.
ფინალამდე ნიკამ ბოსნია-ჰერცოგოვინელი, უნგრელი და ესპანელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ლიეტუველ მოწინააღმდეგეს სძლია.
მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა, აქედან ექვსი კი ძიუდოისტების ანგარიშზეა: ვერცხლი ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) და გიორგი ზურაბაშვილმა (-90 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორები კი საბა ბოლქვაძე (-50 კგ), ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ), გიორგი მუმლაძე (-81 კგ) და იოანე აბალაკი (+90 კგ) გახდნენ.