მედეა ბარაბაძე სექტემბრიდან სწავლას ჩინეთში აგრძელებს
ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტი მედეა ბარაბაძე სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს ჩინეთში, Zhengzhou University-ში, ჩინური ენის ერთწლიან პროგრამაზე. მან მოიპოვა სწავლის სრული დაფინანსება.
„ამჟამად მედეა ფლობს ჩინურ ენას HSK4 დონეზე. ეს პროგრამა კი დაეხმარება ენის უფრო სიღრმისეულ შესწავლაში და საბოლოოდ, HSK 5 სერტიფიკატის მოპოვებაში“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.