სეულში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ქალაქ სეულის პრესტიჟული კულინარიული სტუდიის „It’s Magic Cooking Studio”-სა და საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციისა და კულტურის შემეცნებითი საღამო.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ბ-ნმა ოთარ ბერძენიშვილმა შეკრებილ აუდიტორიას გააცნო ქართული მეღვინეობის 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია და ღვინის დამზადების უძველესი ტრადიცია. ხაზი გაესვა, პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, კორეაში ქართული ღვინის მზარდ პოპულარობას და მისი ექსპორტის თვალსაზრისით არსებულ პერსპექტივებს.

საუბარი ასევე შეეხო, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ბოლო პერიოდში, კორეელი ხალხის განსაკუთრებით მზარდ დაინტერესებას ქართული კულტურის მიმართ.დამსწრე პირებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მრავალსახეობა, მათ შორის უნიკალური ქვევრის ღვინო და ეროვნული წარმოების სხვა ალკოჰოლური სასმელები. საელჩო, სტუმრებს ასევე გაუმასპინძლდა ტრადიციული, ქართული ნუგბარითა და ტკბილეულით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები