ეკატერინე გოგოლიძემ სკონცერტმაისტერო ხელოვნების კატეგორიაში გრან პრი მოიპოვა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, ყაზახეთში, ქ. ალმა-ატაში ონლაინ ფორმატში გამართულ ევა, იოსებ, სემიონ კოგანების სახელობის მუსიკოს – შემსრულებელთა I საერთაშორისო კონკურსზე თბილისის კონსერვატორიის დოქტორანტმა ეკატერინე გოგოლიძემ სკონცერტმაისტერო ხელოვნების კატეგორიაში გრან პრი მოიპოვა.
ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნანი სანაძე.
ამასთან ერთად, მას გადაეცა სემიონ კოგანის სახელობის სპეციალური პრიზი.