გერმანიაში ქართველი საოპერო მომღერლების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

22 ნოემბერს, ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს, ქართულ-გერმანული დიასპორული გაერთიანება Georgica e.V.-ს., ქ. კიოლნის საერთაშორისო და სპეციალისტთა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის (ZAV-ს) და ქ. მაინის ფრანკფურტის მერიის კულტურისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსის ინა ჰარტვიგის ორგანიზებით, მაინის ფრანკფურტის საერთაშორისო თეატრში გერმანიაში მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერლების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

კონცერტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე მდებარე, ქალაქ არვაილერის საბავშვო ბაღის დასახმარებლად გაიმართა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში მომხდარმა წყალდიდობამ მთლიანად გაანადგურა.

გერმანიაში მოღვაწე 9 ქართველმა საოპერო მომღერალმა საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში შეასრულა ქართული, მრავალხმიანი სიმღერები და არიები მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ოპერებიდან.სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ, რის შემდეგაც ქართულ-გერმანული დიასპორული გაერთიანების, ,,Georgica e.V.“-ს წარმომადგენელმა, ჰანეს ვირთმა და საოპერო მომღერლების წარმომადგენელმა, ურსულა იოხმუსმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქართველ მომღერლებთან და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

ღონისძიების ფარგლებში, ქ. არვაილერის საბავშვო ბაღის წარმომადგენლის მიერ ნაჩვენები იქნა მოკლე სიუჟეტი, რომელშიც ასახული იყო წყალდიდობის შედეგად დაზიანებული საბავშვო ბაღის არსებული მდგომარეობა.დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გერმანიაში 2021 წლის სტიქიური უბედურების დროს დაღუპულ ადამიანს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები