ქართველების წარმატება ვოკალისტთა საერთაშორისო ფესტივალზე
იან სიბელიუსის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე,რომელიც ფინეთში ტარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. გოჩა დათუსანის კლასის სტუდენტებმა შემდეგი პრიზები მიიღეს:
I პრემია ზურაბ ავაგუმაშვილი – II კურსი;II პრემია ვალერი რობანიშვილი – III კურსი, IV პრემია – ზურაბ კობიაშვილი III კურსი; IV პრემია – ტარიელ ბახბახაშვილი I კურსი;
ასევე სპეციალური პრიზი გადაეცა კონცერტმაისტერს, კონსერვატორიის დოქტორანტს ეკატერინე გოგოლიძეს.