ბერლინში “წყალს საზღვრები არ აქვს” და “მიტოვებული სოფელი”-ს ჩვენება გაიმართა

ბერლინში, კინო “კროკოდილში” მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმის “წყალს საზღვრები არ აქვს” და მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმის “მიტოვებული სოფელი” ჩვენება გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმის პროექტი “წყალს საზღვრები არ აქვს” „NEW TALENTS CAUCASUS“  პიჩინგის ორგზის გამარჯვებული გახდა. ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ არის დაფინანსებული.

“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და “ქართული ფილმი-აფხაზეთი”-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი. პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე  გადაეცა 2 ჯილდო: ჟიურის პრიზი და მაყურებლის ჯილდო. იაპონიაში კი  მას გადაეცა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები