იტალიაში შესვლის მსურველთათვის საელჩო დამტებით განმარტებებს აკეთებს 

იტალიის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული 14 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის, იტალიაში მოგზაურობა ნებადართული ხდება. 

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილების თანახმად, იტალიაში შესვლა ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ნებადართულია ევროკავშირის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის, ასევე, მათი ახლო ნათესავებისთვის (მეუღლე, პარტნიორი, 21 წლამდე ასაკის შვილები, მათთან მცხოვრები მშობლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნათესავები).

1 ივლისიდან, იტალიის ტერიტორიაზე შესვლა, ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებსაც!

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მითითებული ნორმატივის თანახმად, საქართველოდან შემოსვლის შემთხვევაში სავალდებულოდ რჩება 14-დღიანი თვითიზოლაცია.

თვითიზოლაციის ვალდებულება რამდენიმე გამონაკლისს უშვებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების; იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე); ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის; აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის

ვინაიდან, ჯერჯერობით შეჩერებულია პირდაპირი ფრენები იტალიასა და საქართველოს შორის, და შესაძლოა იტალიის ტერიტორიაზე შესვლა მოგიხდეთ სხვადასხვა ავიაკომპანიის მეშვეობით, გაითვალისწინეთ, რომ თან უნდა იქონიოთ ავტო-დეკლარაციის შევსებული ანკეტის რამდენიმე ასლიც, საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები