საქართველოს მოქალაქეებს სპეცრეისით დღეს ავსტრიიდან ჩამოიყვანენ
ავიაკომპანია Myway Airlines ავსტრიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს 1 მაისს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. ვენა-თბილისის სპეცრეისით, საქართველოში ავსტრიაში მყოფი და ასევე ვენაში ტრანზიტულად მყოფი საქართველოს 100-მდე მოქალაქე დაბრუნდება.
მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ორსული ქალი.
„Myway Airlines-ის კუთვნილი ბოინგი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16:30 საათზე გაფრინდება, საქართველოში კი 00:15 საათზე დაბრუნდება.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგ სპეციალურ რეისს, ავიაკომპანია თვითღირებულებით ასრულებს.