ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას აახლებს

გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ავიაკომპანია სამგზავრო ფრენებს ფრანკფურტი – თბილისი – ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

“სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ყოველდღიურად, Embraer 190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 20 აპრილს მიანიჭა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები