კონსერვატორიის დიდ დარბაზში საორგანო მუსიკის კონცერტი გაიმართება
22 აპრილს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში საორგანო მუსიკის კონცერტი გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე საერთაშორისოდ აღიარებული გერმანელი ორღანისტი, კლავესინისტი და დირიჟორი, ლინცის და შტუტგარტის სახელმწიფო მუსიკალური უნივერსიტეტების პროფესორი, იორგ ჰალუბეკი,
იგი შუა საუკუნეების ინსტრუმენტებზე – ორღანსა და კლავესინზე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება.
იორგ ჰალუბეკი, შუა საუკუნეების მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარი. მისი აღმოჩენილია რამდენიმე მივიწყებული ოპერა და ბაროკოს პერიოდის მრავალი მუსიკალური ნაწარმოები.